მსოფლიო „გრემის“ 62-ე დაჯილდოების ცერემონიალისთვის ემზადება, სულ ხოტა ხნის წინ ამერიკულმა ხმის ჩამწერმა აკადემიამ „გრემის“ ნომინატთა სია გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მეტ, 8 კატეგორიაში ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Lizzo დაასახელეს. მას 6 ნომინაციით ბილი აილიში მოსდევს, 5-5 ჯილდოსთვის კი პოპვარსკვლავი არიანა გრანდე და ამერიკელი მომღერალი H.E.R. იბრძოლებენ.
2020 წლის „გრემის“ ნომინანტთა სია ცნობილია (ვიდეო)
2020 წლის 26 იანვარს, ლოს-ანჯელესში, Staples Center-ში „გრემის“ დაჯილდოება გაიმართება. მანამდე კი ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემია ნომინატნთა სიას აქვეყნებს
აღსანიშნავი ფაქტია, აილიში 6 კატეგორიაში დასახელდა, ამით მომღერალი დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი გახდა, რომელმაც ოთხივე ძირითადი ნომინაცია: „წლის ალბომი,“ „წლის სიმღერა,“ „წლის ჩანაწერი“ და „წლის ახალბედა არტისტი“ ტიტულები მოიპოვა.
შეგახსენებთ, დაჯილოება 2020 წლის 26 იანვარს, ლოს-ანჯელესში, Staples Center-ში გაიმართება.