LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბინძური გზებით არასდროს არც როლი მომიპოვებია და არც რაიმე სამსახური“ – ია ფარულავა და ქრისტინე იმედაძე მათ შესახებ გავრცელებულ ჭორებზე

1316
ფორტუნა - 2023-09-19T003553.476

ია ფარულავას „ფარული კონვერტის“ ბოლო სტუმარი ქრისტინე იმედაძე იყო.

ქრისტინემ მის შესახებ გავრცელებულ ერთ-ერთ ჭორზე ისაუბრა, რომ ცნობილი ქალბატონის ქმართან ჰქონდა რომანი.

„როგორც ამბობენ კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ეს არის ტყუილი, რადგან არსებოსბ ჭორები, რომელიც გამიზნულად არის მოფიქრებული. ამ ადამიანს უბრალოდ არ ვიცნობ და თუ სადმე შემხვედრია მეუღლესთან ერთად ყოფილა“. – ამბობს ქრისტინე.

ია ფარულავამ ამ შემთხვევაში მის შესახებ გავრცელებულ ჭორზე ისაუბრა, რომელიც წლების წინ ბევრს სჯეროდა.

„წლების წინ მაბრალებდნენ ბადრი პატარკაციშვილის საყვარლობას. კაცი თვალით არ მყავდა ნანახი და ვამბობდი, ეს კაცი  დამანახეთ მაინც-მეთქი. ბოლოს გავიცანი თავისივე, რიტუალების სასახლეში მიღება ჰქონდა და მისი მეუღლეც კი მოვიდა და ამ ჭორზე ვიცი და ისიც ვიცი,  რომ ტყუილიაო“. – იხსენებს ია ფარულავა.

ქრისტინემ მის შესახებ გავრცელებულ კიდევ ერთ ჭორზე ისაუბრა გულახდილად.

„გაავრცელეს ამბავი, რომ მე ვიღაც კაცისა და ქალის დასაშორებლად დამიქირავეს და პარიზში წავედი მაგ ამბების „ჩასატარებლად“. ასეთი ჭორები უფრო მწყინს, ვიდრე ვიღაცაზე, რომ დამაბრალონ. ვინც მე მიცნობს, კარგად იცის, რომ ჩემი შრომით რასაც და როგორ ვახერხებ, კმაყოფილი ვარ, ბინძური გზებით არასდროს არც როლი მომიპოვებია და არც რაიმე სამსახური. ამიტომ ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, რომ ჩემ სახელს ასეთ ბინძურ ფულთან აკავშირებენ“. – განმარტავს ქრისტინე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები