LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინის გამქირავებლებს წყლის ტარიფის ცვლილება არ შეეხებათ

103
rent

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ შემუშავებული პროექტი სასმელი წყლის ჰიბრიდულ ტარიფთან დაკავშირებით, არ შეეხებათ ბინის გამქირავებლებს – იმ პირებს, რომლებიც ბინებს აქირავებენ (მათ შორის საიტების მეშვეობით) სხვადასხვა მიზნებითა და პერიოდულობით. სემეკის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი შეეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ სასტუმრო მომსახურებების შესაბამისად.

ცნობისთვის, 26 თებერვალს, სემეკში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც კომისიამ დაინტერესებულ პირებს გააცნო პროექტი ჰიბრიდული ტარიფის მოდელთან დაკავშირებით და მოისმინა მათი მოსაზრებები. სემეკი გააგრძელებს საკითხის სამუშაო რეჟიმში განხილვას და პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ყველა დაინტერესებული პირისთვის.

გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს პროექტის ნახვა შეუძლიათ კომისიის ვებ გვერდზე: http://gnerc.org/ge/public-information/public-works/sajaro-warmoeba/21066

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g