ბიონსე და ჯეი ზი ერთობლივი ტურნეს ფარგლებში პრომო-რგოლის გადაღებას განაგრძობენ. რამდენიმე დღის წინ, ისინი იამაიკის ქუჩებში მოტოციკლით სეირნობის დროს გადაიღეს.
ამჟამად კი, ცნობილმა დუეტმა ჰიპების როლი მოირგეს. მკაფიო კოსტიუმებში გადაღებების დროს ისინი პაპარაცებმა დააფიქსირეს. ისინი დასვენებულები და ბედნიერები ჩანდნენ.
შეგახსენებთ, რომ მათი ტურნე On the Run II სტარტს 6 ივნისს კარდიფში აიღებს. 15 კონცერტს ისინი ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ხოლო 21 კონცერტს – ჩრდილოეთ ამერიკაში გამართავენ.