ბიონსემ „ინსტაგრამზე“ განაცხადა, რომ ზაფხულში მეუღლესთან ერთად ტურნეში გამგზავრებას გეგმავს. რაც შეეხებათ ბავშვებს, ისინი ბებიასთან და ძიძებთან ერთად დარჩებიან.
ინსაიდერის თქმით, ამჟამად ისინი მუშაობენ სიმღერებზე, რომლებსაც პირველად ტურნეში გააჟღერებენ და ისინი სულმოუთქმელად ელოდებიან ამ მომენტს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბიონსემ ახალი სიმღერა „Top Off“ გამოუშვა, რომელშიც თაყვანისმცემლებმა ქვეტექსტიც იპოვეს, სადაც ის თავის „კონკურენტს“, კიმ კარდაშიანს მიმართავს, თუმცა რეალითი ვარსკვლავს ამ ყველაფერზე რეაგირება არ ჰქონია.