ყველასთვის ცნობილია, რომ გასული წლის ივნისში, ბიონსე ტყუპების დედა გახდა. მშობიარობიდან მალევე თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო შემსრულებელმა ძველი ფორმები დაიბრუნა.
ამ დღეებში, ამერიკელმა მომღერალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სრულყოფილებას ლიმიტი არ აქვს. 3 შვილის დედამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებშიც ის შავი ფერის მოკლე ტოპით პოზირებს.
აღსანიშნავია, რომ სურათებზე თვალშისაცემია ბიონსეს წვრილი წელი და იდეალური პრესი, რაც მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ვარჯიშის დამსახურებაა.
ცოტა ხნის წინ, 37 წლის ვარსკვლავმა ქსელში ორიგინალური სურათებიც გაავრცელა, რომლებშიც მან ჰელოუინისთვის ტონი ბრექსტონის შემდეგ, ლეგენდარული ოლიმპიელის, ფლორენს გრიფიტ-ჯოინერის ის იმიჯი მოირგო, რომლითაც მსოფლიო ჩემპიონი 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობდა.
ფოტოსესიისთვის, ბიონსემ სპორტსმენის ანალოგიური ლატექსის სპორტული კოსტიუმი ჩაიცვა, რომელმაც მუსიკოსის ფიგურა კიდევ უფრო გამოკვეთა. საინტერესოა, რომ ამ ლუქში ბიონსე კიმ კარდაშიანს შეადარეს.