LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე მშობიარობას სახლში გეგმავს

42

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ბიონსეს ორსულობის შესახებ, ინტერესი ვარსკვლავის მიმართ განსაკუთრებით გამძაფრდა. შექმნილი აჟიოტაჟის გამო კი ცნობილი ხდება, რომ მომღერალი სახლში მშობიარობის ვარიანტს არ გამორიცხავს. ამ საკითხში მას გვერდში უდგას მეუღლეც, რომელსაც სურს, ბიონსეს ზედმეტი სტრესი აარიდოს, ამიტომ სულ მალე, მათი ლოს-ანჯელესის სახლის ნაწილი სამშობიაროდ აუცილებელი ტექნიკითა და მოწყობილობებით აღიჭურვება.

ცნობილია, რომ ვარსკვლავის პირველმა მშობიარობამ სირთულეებით ჩაიარა, ამიტომ ჯეი-ზი მზად არის, ორსული მეუღლის ნებისმიერი კაპრიზი აასრულოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები