სოციალურ ქსელში ,,მეფე ლომის” ეკრანიზაციის ახალი პოსტერები გამოქვეყნდა. ფოტოებზე, ,,დისნეის” საკულტო მულტიპლიკაციის რიმეიქის პერსონაჟები, მათ შორის სიმბა და სქარი, მათი გამხმოვანებლების, Childish Gambino-სა და ჩივეტელ ეჯიოფორის პირისპირ არიან აღბეჭდილი.
ბიონსემ, რომელიც ნალას ხმაა, თაყვანისმცემლებს მისი გახმოვანებული გმირის პირისპის ამსახველი სურათი თავად გაუზიარა. ეფექტურ კადრს ამ დროისთვის, 5 მილიონზე მეტი ,,ლაიქი” აქვს.
ბიონსეს ,,მეფე ლომით” შთაგონებული ლუქი (ფოტო)
ბიონსეს ხმა ,,მეფე ლომში” (ვიდეო)
ბიონსემ და Childish Gambino-მ ,,მეფე ლომის” ,,ოსკაროსანი” საუნდტრეკი ჩაწერეს (ვიდეო)
შეგახსენებთ, რომ ,,მეფე ლომის” კინოვერსია ეკრანებზე 19 ივლისიდან გამოჩნდება.