როგორც იქნა დადგა დღე, რომელსაც ბიონსეს თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდნენ.
ამერიკელი მომღერალის ხმის შეფასება ,,მეფე ლომის” კინოვერსიაში, სადაც მან ნალას პერსონაჟი გაახმოვანა, უკვე შესაძლებელია.
ბიონსეს ,,მეფე ლომით” შთაგონებული ლუქი (ფოტო)
საქმე ისაა, რომ ქსელში საკულტო მულტიპლიკაციის რიმეიქის ახალი თიზერი გავრცელდა, რომელშიც 37 წლის ვარსკვლავის გმირის ხმა ისმის.
ვიდეოში, რომელიც ამ დროისთვის 46 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა, ნალა სიმბას მიმართავს, რომელსაც ფილმში Childish Gambino ახმოვანებს.
You have to take your place as king. #TheLionKing pic.twitter.com/bcVHk35WUk
— The Lion King (@disneylionking) June 3, 2019
შეგახსენებთ, რომ ,,მეფე ლომი” ეკრანებზე 19 ივლისიდან გამოჩნდება. კინოადაპტაციის რელიზი ისეთ მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება, როგორიც ,,დისნეის” 1994 წლის ანიმაციის 25 წლის იუბილეა.