LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს ,,მეფე ლომით” შთაგონებული ლუქი (ფოტო)

212
beyonce-intagram

,,მეფე ლომის” ეკრანიზაციამდე სულ ცოტა დრო რჩება, საკულტო ანიმაციის კინოვერსიისადმი ინტერესი კი დღითიდღე იზრდება.

ამ დღეებში, ბიონსემ, რომელიც ფილმში ნალას განასახიერებს, თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო.

საქმე ისაა, რომ ამერიკელი ვარსკვლავი ყოველწლიურ არტ-ღონისძიებაზე, რომლის თემა ,,მოგზაურობა ცხოველთა სამყაროში” იყო, შთამბეჭდალი ლუქით მივიდა.

ოქროსფერი ანსამბლი უზარმაზარი შლეიფით, რომელსაც მკერდზე ლომის თავი, ფაფარის იმიტაციად კი ბუმბულები ამშვენებდა, საღამოს ყველაზე ეფექტურ ჩაცმულობად დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები