LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე საკუთარი ტანსაცმლის ხაზს გამოუშვებს

101

რამდენიმე დღის წინ, ბიონსემ განაცხადა, რომ საკუთარი ხაზით ტანსაცმლის წარმოებას გეგმავს, რომელსაც Ivy Park ერქმევა.  ბუნებრივია, ბრენდის სახელწოდება მომღერლის ქალიშვილის, ბლუ აივის სახელიდან გამომდინარეობს.

სადებიუტო კოლექცია სპორტული იქნება. მომღერლის თქმით, ქალმა აუცილებლად უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე, როგორც ფიზიკურზე, ასევე სულიერზე. „ჩვენ ყველამ უნდა გამოვნახოთ დრო საკუთარი სულისთვის, სადაც არ იქნება დანაშაულისა და ეგოიზმის შეგრძნება. სამყარო ისეთად გხედავთ, როგორც თქვენ ხედავთ საკუთარ თავს და გექცევათ ისე, როგორც თქვენ ექცევით მას“, – განაცხადა მომღერალმა.

კოლექცია მაღაზიათა ქსელ Topshop-სა და Net-a-Porter-ში 14 აპრილიდან გამოჩნდება და 30-დან 200 დოლარამდე ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები