LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე „ვოგის“ გარეკანზე და ალბომით Renaissance შთაგონებული ერთობლივი კოლექცია „ბალმეინთან“

148
page

ბიონსე ფრანგული „ვოგის“ აპრილის ნომრის გარეკანზე მოხვდა. მან „ბალმეინის“ ახალი კოლექციიდან საოცარი „ლუქი“ მოირგო.  ახლახან კი გაირკვა, რომ მომღერალმა მოდის სახლის კრეატიულ დირექტორთან, ოლივიე რუსტეინგთან ერთად კოლექცია შექმნა. აღსანიშნავია, რომ კოლექცია არტისტის ახალი ალბომით, Renaissance შთაგონებული. კოლექციაში 16 „ლუქია“ წარმოდგენილი, თითოეული მათგანი ალბომის ერთ სიმღერას შეესაბამება.

დიზაინერის თქმით, მან „რენესანსის“ მოსმენისას დაიწყო ესკიზების გაკეთება და უბრალოდ, ვეღარ გაჩერდა. ტაბლოიდების ცნობით, რამდენიმე ათეული ესკიზის შექმნის შემდეგ, ოლივიე ბიონსეს დაუკავშირდა და ტანსაცმლის კოლექციაზე ერთად მუშაობა შესთავაზა.

ცნობისთვის, 7 წლიანი პაუზის შემდეგ, არტისტმა მეშვიდე სტუდიური ალბომი, Renaissance თებერვალში გაავრცელა. „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალზე კი რეკორდი დაამყარა და ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი არტისტი გახდა.

32 ,,გრემი” – ბიონსემ „გრემის“ რეკორდი დაამყარა

ბიონსე დაბრუნდა! – არტისტმა 7 წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო ტურნე დააანონსა

Renaissance – ბიონსეს უახლესი ალბომი, რომელსაც საოცარ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ

 

View this post on Instagram

 

A post shared by Beyoncé (@beyonce)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Beyoncé (@beyonce)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები