ბიონსე დაბრუნდა. მან 7 წლიანი პაუზის შემდეგ, მეშვიდე სტუდიური ალბომი, Renaissance გაავრცელა. მალევე კი მან 4 წლის განმავლობაში პირველი კონცერტი გამართა.
4 წლიანი პაუზის შემდეგ ბიონსე დუბაიში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ 41 წლის არტისტი ახალი ალბომის მხარდასაჭერად მსოფლიო ტურნეს გამართავს. ამის შესახებ მომღერალმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია და შთამბეჭდავი ფოტოც გამოაქვეყნა.
„RENAISSANCE, მსოფლიო ტურნე 2023“, – წერს ვარსკვლავი.
ტურნეს ფარგლებში 43 კონცერტი გაიმართება, პირველი შოუ 10 მაისს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჩატარდება. სულ ევროპაში მომღერალი 12 კონცერტს გამართავს, დანარჩენი შოუები კი აშშ-ში გაიმართება.