დუბაიში, „ატლანტის როიალ გრანდ ჰოტელის“ გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ბიონსემ კონცერტი გამართა. ამის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ გასულ თვეს გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში არტისტის პირველი კონცერტია. მედიის ცნობით, მომღერალს შოუსთვის $24 მილიონი გადაუხადეს.
4 წლიანი პაუზის შემდეგ ბიონსე დუბაიში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს
41 წლის მომღერალმა კონცერტი ეტა ჯეიმსის სიმღერით გახსნა. ვარსკვლავი სცენაზე ორი „ლუქით“ გამოჩნდა, მას ჯერ ყვითელი კაბა ეცვა, შემდეგ კი წითელი ცეცხლოვანი კაბა-კორსეტი მოირგო. მალევე მას სცენაზე 11 წლის ქალიშვილი, ბლუ აივი შეუერთდა და დედასთან ერთად იმღერა. ცნობისთვის, შოუზე ვიდეო გადაღება აკრძალული იყო, სტუმრებს დარბაზში შესვლამდე ტელეფონები დაატოვებინეს.
Renaissance – ბიონსეს უახლესი ალბომი, რომელსაც საოცარ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ
პრემიერა: ბიონსე სინგლს Break My Soul ავრცელებს
https://www.youtube.com/watch?v=GkNr1bAC-0Y
https://www.youtube.com/watch?v=rJmpO7XNwnE