6 წლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკელმა მომღერალმა, ბიონსემ მეშვიდე სტუდიური ალბომი, Renaissance
გამოუშვა. ნამუშევარს ხანგრძლივი და დამაინტრიგებელი პრომოუშენი უძღოდა წინ. ალბომის სინგლი გასულ თვეს გავრცელდა Break My Soul, ასე ჰქვია ბიონსეს პირველ საცეკვაო სინგლს უახლესი ალბომიდან.
მუსიკის კრიტიკოსები 40 წლის არტისტის ალბომს უმაღლეს შეფასებას აძლევენ და მას გასაოცარ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
„ეს არის ნამუშევარი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გაავსებს საცეკვაო სცენებს“, – ასე აფასებენ სოლო ალბომს მუსიკათმცოდნეები.
პრემიერა: ბიონსე სინგლს Break My Soul ავრცელებს