ბიონსესთვის მიმდინარე წელი საკმაოდ პროდუქტიული იყო. მან 6 წლიანი პაუზის შემდეგ, მეშვიდე სტუდიური ალბომი, Renaissance გაავრცელა. მუსიკის კრიტიკოსები 40 წლის არტისტის ალბომს უმაღლეს შეფასებას აძლევენ და მას გასაოცარ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ 4 წლის შემდეგ 41 წლის არტისტი პირველ კონცერტს გამართავს. გამოცემა The Sun-ის ცნობით, ის 2023 წლის 21 იანვარს, დუბაიში კონცერტს ჩაატარებს, ის 5 დღის განმავლობაში კურორტ Atlantis The Palm-ის ექსკლუზიური ჰედლაინერი იქნება. ცხადია, კონცერტზე დასწრება მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იქნება, რადგან ბიონსეს გამოსვლას მხოლოდ სასტუმროს დამსვენებლები ნახავენ. შოუს ბილეთის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
Renaissance – ბიონსეს უახლესი ალბომი, რომელსაც საოცარ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ
პრემიერა: ბიონსე სინგლს Break My Soul ავრცელებს