აპრილში ბიონსე ფესტივალ „კოაჩელაზე“ გამოვა. ღონისძიების ჰედლაინერი ის ემინემთან და The Weeknd-თან ერთად არის. მომღერალმა გადაწყვიტა, მაყურებლის წინაშე გასვლამდე საბოლოოდ მოვიდეს ფორმაში.
ზედმეტ კილოგრამებთან გამომშვიდობებას კი ის 22 დღიანი დიეტის წყალობით გეგმავს, რაც სწორი საკვების მიღებასა და ფიზიკურ აქტივობებს გულისხმობს.
„44 დღე „კოაჩელამდე“, ვეგეტარიანელობის დრო დადგა!“ – დაწერა ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“.
პროგრამა 22 Days Nutrition ბიონსემ და მისმა მწვრთნელმა, მარკო ბორგესმა ერთობლივად შექმნეს. ცნობილი ხდება, რომ მეუღლეს გვერდში რეპერი ჯეი ზიც დაუდგება, თავის 44 წლის იუბილემდე რამდენიმე კილოგრამს ისიც გამოემშვიდობება.
