LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსემ და ჯეი-ზიმ მინი-ქალაქი შეიძინეს

82

გამოცემამ Los-Angeles Times ჯეი-ზისა და ბიონსეს გრანდიოზული სახლის დეტალები შეიტყო. ვილა 12 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მასში არის: 4 აუზი, სპა და ველნეს-ცენტრი, კალათბურთის მოედანი, 15 ავტომობილის სადგომი და სხვა უამრავი სათავსო. აღსანიშნავია, რომ გარე ფასადზე სახლს ტყვიაგაუმტარი კარები და ფანჯრები აქვს.

წყვილი აქ მას შემდეგ ცხოვრობს, რაც ტყუპები შეეძინათ. ცნობილია, რომ მდიდრულ ვილაში მათ 90 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები