LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსემ ინით მოხატული მუცელი გამოაჩინა (ფოტოები)

173

35 წლის ბიონსე და 47 წლის ჯეი-ზი მშობლები სულ მალე გახდებიან – წყვილი ტყუპების აქტიურ მოლოდინშია. რამდენიმე დღის წინ, ამ ფაქტთან დაკავშირებით მათ გრანდიოზული წვეულება Carter Push Party მოაწყეს, რომელსაც ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები ესწრებოდნენ.

ფოტოებზე ბიონსე მოშიშვლებული მუცლით არის გამოსახული, რომელზეც ინით იყო მოხატული. საღამო, ისევე, როგორც ვარსკვლავის ჩაცმულობა, აფრიკულ სტილში იყო.

შეგახსენებთ, რომ მშობიარობის ვადისთვის ბიონსე სამედიცინო დაწესებულებასთან ახლოს გადავა საცხოვრებლად და იქ პატარების დაბადების პირველ პერიოდში იცხოვრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები