ბიონსემ თაყვანისმცემლებს ახალი კლიპი წარუდგინა, რომელიც სიმღერაზე „All Night“ არის გადაღებული.
6 წუთიან რგოლში არამარტო დადგმული, არამედ წყვილის ოჯახური კადრები შედის: ორსულობა, ქორწილი, დედის ქორწილი, შეხვედრა ნათესავებთან, ქალიშვილის ფოტოები და ა. შ.
კლიპი მინი-ფილმს უფრო ჰგავს, ისევე , როგორც ბიონსეს სხვა ნამუშვრები ალბომიდან Lemonade, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ დისკს მსოფლიოში პირველი ვიზუალური ალბომი შეარქვეს, რადგან მასში არსებულ ყველა სიმღერას თავისი კლიპი აქვს.