Bitfury ჯგუფმა ბიტკოინ მაინინგის ახალი მოწყობილობა წარადგინა, რომელიც ASIC ჩიპით არის აღჭურვილი. აღნიშნული ჩიპი (Clarke ) ბიტკოინის გამომუშავებისთვის ერთ ერთი ყველაზე მძლავრი და ეფექტურია.
გარდა იმისა, რომ კომპანია ჩიპის რეალიზაციას იწყებს, ის მას გამოიყენებს თავის მაინინგ ცენტრებში, როგორც კანადაში, ნორვეგიასა დაისლანდიაში, ასევე საქართველოში.
Bitfury-ს აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავლივის განცხადებით, კომპანია იყენებს ყველა გზას, რათა უფრო ეფექტური გახადოს მაინინგ მოწყობილობა, გაზარდოს ეფექტურობა, გაგრილების სისტემის სიძლიერე და ენერგიის განაწილების ოპტიმალურობა.