LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბითლზის” წევრების ბიოპიკების გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა – მსახიობებმა საკულტო ალბომის – Abbey Road გარეკანი გააცოცხლეს

111
photo-collage.png (68)

ინტერნეტში ,,ბითლზის” წევრების ბიოპიკების გადასაღები მოედნიდან ახალი ფოტოები გავრცელდა.

გავრცელებულ კადრებში ამბიციურ, მომავალ კინოპროექტში მონაწილე მსახიობები ჯგუფის საკულტო ალბომის, Abbey Road გარეკანის ფოტოს აცოცხლებენ.

პაპარაცულმა სურათებმა, რომლებშიც ჩანს, რომ პოლ მესკალი, ჰარის დიკინსონიბარი კიოგანი და ჯოზეფ ქუინი ლონდონში, Abbey Road-ის სტუდიის წინ მდებარე ზებრა-გადასასვლელზე ორიგინალი ფოტოს მსგავსად მწკრივში მიდიან, სოციალურ ქსელებში უკვე დიდი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ,,ოსკაროსანი” რეჟისორი, სემ მენდესი The Beatles-ის შესახებ ერთდროულად ოთხ სხვადასხვა მხატვრულ ფილმს იღებს. ეს არის კინოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ჯგუფის ცოცხალმა წევრებმა, პოლ მაკკარტნიმ და რინგო სტარმა, ასევე ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის ოჯახებმა, პროექტს მუსიკალური და ბიოგრაფიული უფლებები სრულად გადასცეს.

უნიკალური კონცეფციის თანახმად, ოთხივე ფილმი ერთი და იმავე ისტორიას მოგვიყვება, თუმცა თითოეული მათგანი ჯგუფის სხვადასხვა წევრის თვალით იქნება დანახული. ფილმების მსოფლიო პრემიერა კინოთეატრებში ერთდროულად, 2028 წლის აპრილში იგეგმება.

აბსოლუტური ,,ბიტლომანია” – კადრები ,,ბითლზის” წევრების ბიოპიკების გადასაღები მოედნიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები