LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბიუ-ბიუ” ძეხვის წარმოებას იწყებს

452

”ბიუ-ბიუს” ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ”ჩირინა”, რომელმაც სოსისების წარმოება სატესტო რეჟიმში უკვე დაიწყო, ძეხვის გამოშვებასაც გეგმავს. აღნიშნული პროდუქციის მწარმოებელი ქარხანა სართიჭალაში 2018 წლამდე აშენდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ ”ფორტუნას” განუცხადა, კომპანიამ მიწის ფართობი უკვე შეიძინა და საწარმოს სამშენებელო სამუშაოები 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

”საწარმო უახლესი გერმანული დანადგარებით აღიჭურვება და მასში დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ დროისთვის ქარხნის პროექტირების სამუშოები მიმდინარეობს. ვმუშაობთ დიზაინზე, უახლოეს დღეებში კი ტექნიკურ ნაწილზე გადავალთ”, – განმარტა ვაშაკიძემ. მისივე ინფორმაციით, საწარმო მთლიანად ხორცის გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული. აქ სოსისები და ძეხვეული მხოლოდ ქათმის ხორცით დამზადდება, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე.

როგორც შპს ”ჩირინას” დამფუძნებელმა აღნიშნა, ”ბიუ-ბიუს” ბრენდის ქვეშ სოსისების წარმოება ცოტა ხნის წინ დაიწყო, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით. ახალი ქარხნის გახსნის შემდეგ კი წარმადობა გაიზრდება.
”ჩვენი ქათმის სოსისები, ძირითადად, ბავშვებისთვის და მანდილოსნებისთვისაა განკუთვნილი და საკმაოდ აქტიურად იყიდება. დღეში დაახლოებით 1 ტონამდე რაოდენობის ქათმის სოსისს ვყიდით. რეალიზაციის წარმატებით განხორციელებას ხარისხის გარდა, ფასიც უწყობს ხელს. ”ბიუ-ბიუს” 1 კგ სოსისის ღირებულება 8-ლარამდეა”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, ბიუ-ბიუ-ს მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც აძლევს მას საშუალებას სრულად აკონტროლოს ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე – ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციითა და რეალიზაციით დამთავრებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g