გდანსკი ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ქალაქია პოლონეთში. იგი წარმოადგენს მსხვილ სავაჭრო ცენტრსა და ნავსადგურს ბალტიის ზღვაზე და ასევე ქვეყნის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს. სამდღიანი ტური საშუალებას მოგცემთ ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი მოინახულოთ.მას სახელი გერმანელების მმართველობის პერიოდიდან შემორჩა. პატარა და ფერადი ქალაქი დადებითი შთაბეჭდილებებით აგავსებთ. ქვეყნის ფულის ერთეული ზლოტია. ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია,ამიტომ მოგზაურობას თუ წინასწარ დაგეგმავთ ბიუჯეტურ ფასად შეძლებთ დასვენებას.
„ბონ ვოიაჟი“წარმოგიდგენთ საუკეთესო ადგილებს,რომელთა ნახვაც არ უნდა გამოგრჩეთ თუკი ამ ტურს დაგეგმავთ.
Trakt Królewski
აღმოსავლეთით მდინარე მოტლავასკენ, ქალაქის ორ კარიბჭეს შორის გზა საინტერესო მონუმენტებითა და გარე ბაზრობით გამოირჩევა,სადაც ბევრი ლამაზი ნივთის შეძენას მოახერხებთ.ასევე მრავლადაა კვების ობიექტებიც.
St Mary’s Church
ეს უზარმაზარი გოტიკური ეკლესია მე-14 საუკუნეში აშენდა და მსოფლიოს სამ უდიდეს აგურით აშენებულ ეკლესიას შორის შედის. ეკლესიას 60-იანი წლების ასტრონომიული საათი, 1510-იან წლებში აღმართული მაღალი საკურთხეველი და მე-15 საუკუნის დასაწყისში მოჩუქურთმებული საოცარი გოტიკური ქვის პიეტაა ამშვენებს. კოშკის მწვერვალამდე მისასვლელად 400 საფეხურის ავლაა საჭირო.
Neptune’s Fountain
ნეპტუნის შადრევანი1615 წელს ბრინჯაოში ჩამოსხმული ძეგლია,რომლის მოქანდაკე აბრაამ ვან დენ ბლოკია.
Golden House
მას ხშირად აფასებენ, როგორც ყველაზე ლამაზ შენობას ქალაქში. ოქროს სახლი,როგორც მას უწოდებენ მე-17 საუკუნის დასაწყისში გდანსკის მერის იან სპეიმანისთვის აშენდა.
Main Town Hall
მთავარი მერის შენობა აგებული ჰოლანდიელი არქიტექტორების მიერ მე-16 საუკუნის შუა ხანებში,რომელზეც 83 მეტრის სიმაღლეზე იმ პერიოდის მეფის სიგიზმუნდ II ავგუსტუსის ნატურალური ზომის მოოქრული ქანდაკებას შენიშნავთ.
Gdańsk Crane
ქალაქის სიმბოლო, გდანსკის ამწე მოტლავას გრძელ სანაპიროზე, მე-14 საუკუნით თარიღდება. ეს მანქანა მიეკუთვნება იმ დროს, როდესაც გდანსკი შედიოდა ჰანზას ლიგაში და შეეძლო ოთხი ტონა ტვირთის გადმოტვირთვა და აწევა 11 მეტრის სიმაღლეზე. საინტერესო ის ფაქტია რომ ამწეს ადამიანები ამოძრავებდნენ ორი დიდი ხის ბორბლის საშუალებით, ისე როგორც ზაზუნები. მნახველს შესაძლებლობა აქვს შენობაში შევიდეს და მოინახულოს ეს მექანიზმი.
Dlugie Pobrzeze
სანამ პორტი მე-19 საუკუნეში მდინარე ვისტულას შესართავთან გადაინაცვლებდა, ეს იყო ადგილი, სადაც ხდებოდა ტვირთის მოძრაობა. მას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა და ამიტომ უწოდეს „წყლის კარიბჭე“. ამჯერად ის ტურისტების სასეირნო ადგილია.
Golden Gate, Gdansk
ლონგ სტრიტის დასავლეთ ბოლოში, მშვენიერი მოოქრული კარიბჭე დაგხვდებათ. ოქროს კარიბჭე არის 1610-იანი წლებიდან და მან ჩაანაცვლა გოტიკური კარიბჭე.მისი დიზაინიც ნეპტუნის შადრევნისა და ოქროს სახლის მოქანდაკეს აბრაამ ვან დენ ბლოკს ეკუთვნის. კარიბჭეს სახურავზე განლაგებული ოთხი ალეგორიული ქანდაკება სიმბოლოა იდეალური მოქალაქის თვისებებისა: მშვიდობა, თავისუფლება, სიმდიდრე და დიდება,ხოლო დასავლეთის მხარეს ჰარმონია, სამართლიანობა, ღვთისმოსაობა და წინდახედულობა.
Amber Museum
ქარვის საბადოებით ბალტიისპირეთი ყველაზე მდიდარია მსოფლიოში. ქარვისადმი მიძღვნილი პოლონეთის პირველი მუზეუმი ადასტურებს ამ ისტორიას და აჩვენებს, თუ როგორ მოიპოვებოდა იგი შუა საუკუნეებში და როგორ მიაწერეს მას ჯადოსნური და თუნდაც სამკურნალო თვისებები. აქ არის მე-16, მე-17 და მე-18 საუკუნეების ქარვის ხელოვნების განსაცვიფრებელი კოლექცია, ასევე გდანსკში შექმნილი თანამედროვე, მხატვრული სამკაულები.ქარვის სამკაულებს ქუჩის ბაზრობებზეც მრავლად შეხვდებით.
Jelitkowo Beach
გდანსკის დათვალიერების შემდეგ ბალტიის სანაპიროზე გასეირნება და გარუჯვა საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა. ყველაზე ახლოს ჯელიტკოვოს რაიონის სანაპიროა, ძველი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით. ეს პლაჟი გამოირჩევა წვრილი ოქროსფერი ქვიშით. აქვე მოინახულებთ მბზინავ ციხე-სიმაგრეებს და ზღვისპირა კაფე-ბარებში ცივი სასმელებითაც გაგრილდებით.