LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი მთავრობას ხვდება: სამწუხაროა, რომ დღეს ეპიდემიოლოგები მართავენ ეკონომიკურ სიტუაციასაც

73
გ

ტურიზმის სექტორი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ხვდება. შეხვედრას ეპიდემიოლოგებიც დაესწრებიან.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორი, მათ შორის რესტორნები და სასტუმროები მზად არიან, ყველა რეკომენდაციის დაცვით განაახლონ მუშაობა.

„სამწუხარო ფაქტია, რომ დღეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგები მართავენ როგორც ეპიდემიოლოგიურ, ასევე ეკონომიკურ სიტუაციას და ისინი წყვეტენ, რა როდის უნდა გაიხსნას. ჩვენი, ბიზნესის შეთავაზება არის ძალიან მარტივი – რეგულაციების ფარგლებში შევძლოთ ბიზნესის მართვა, როგორც მაგალითად, 24 დეკემბერს დამტკიცდა. დღეში მოლებმა დაახლოებით 100 000-მდე ადამიანი მიიღეს და ეს არის ათი დღის განმავლობაში მილიონი ადამიანი. მილიონი ადამიანი ისე გატარდა, რომ არ დამძიმდა ეპიდსიტუაცია. ჩვენ გვინდა დავანახოთ ეპიდემიოლოგებს და ეკონომიკურ გუნდს, რომ ბიზნესი განყენებული მხარე არ არის, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული დაახლოებით 300 000 ადამიანი უმუშევრად არის დარჩენილი. მაქვს ასეთი შთაბეჭდილება, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ გარკვეულ პირებს სურთ სოციალური აფეთქება მოხდეს. რატომ გვინდა ყოველდღიურად სხვადასხვა სფეროს მხრიდან იმართებოდეს გამოსვლები, მიტინგები, რომელმაც შეიძლება, უფრო დაამძიმოს ეპიდსიტუაცია“, -განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, გაუგებარია პირველი თებერვლიდან რატომ იხსნება ზღვის კურორტები და რატომ არ შეეხო რეგულაციის შერბილება სამთო-სათხილამურო კურორტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g