LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესსექტორისთვის კორონავირუსზე ტესტირება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

94
iStock-1214909868

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბაზრობები და მუნიციპალური ტრანსპორტი სენსიტიური თემაა და პრიორიტეტი. „ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რომ ახალი სტანდარტები შემოვიღოთ,- ამბობს ნათია თურნავა. მინისტრი იმ საკითხზეც საუბრობს, გახდება თუ არა კორონავირუსზე ტესტირება სავალდებულო ბიზნესსექტორისვის.

„საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ მოსაზრებები გვაქვს და ამას ბიზნესთან ერთად გავივლით. მხოლოდ ამის შემდეგ საბოლოოდ ვიმსჯელებთ საკოორდინაციო საბჭოზე“, – აღნიშნავს თურნავა.

მისივე თქმით, კორონავირუსზე საკუთარი თანამშრომლების პერიოდულ ტესტირებას თავისი სურვილით ბევრი კომპანია მიმართავს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ამის მაგალითია მომპოვებელი, საფეიქრო და კვების ინდუსტრია, რათა მომხმარებელი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს.

„გარდა იმისა, რომ ეს ბიზნესის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ეს ერთგვარი მარკეტინგული ხერხიცაა. მომხმარებელი მიდის იქ, სადაც იცის, რომ უსაფრთხოდ მოემსახურებიან. ამდენად, სავალდებულო იქნება ყველასთვის თუ ბიზნესის ნაწილისთვის, ან რა ფორმით, ამაზე ვმუშაობთ და ამისთვის არის სწორედ ეს შეხვედრები. თუმცა, ვფიქრობ, თანამშრომლების პერიოდული ტესტირება, საკმაოდ კარგი გარანტიაა იმისთვის, რომ ეს ბიზნესი უსაფრთხოდ იფუნქციონირებს“, – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g