LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც 2011 წლის შემდეგ არ უმუშავიათ, დავალიანებები ჩამოწერებათ

50

გადასახდის გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები 2011 წლის შემდეგ აღარ უფიქსირდებათ, დავალიანებები ჩამოეწერებათ. შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდესში შევა და პარლამენტს გადაეგზავნება.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, აღნიშნული ცვლილება არაკონკურენტულ პირობებში ხომ არ ჩააყენებს მოქმედ ბიზნესსუბიექტებს, რაზეც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ცვლილება საწარმოებს ხელახლა ფუნქციონირების დაწყების საშუალებას აძლევს.

„ეს არის საწარმოები, რომლებიც 2011 წლის შემდეგ გაჩერებულია. ჩვენ ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ ახლა დაიწყონ ფუნქციონირება. 5 წელი ამ საწარმოებს არ უმუშავიათ, არანაირი ოპერაციები არ განუხორციელებიათ და ჩვენ ვაძლევთ მათ ამ შესაძლებლობას. შარშანაც ისარგებლა ამით რამდენიმე კომპანიამ. მათ დაიწყეს მუშაობა და შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები. ამ ბალასტის ნაცვლად იქმნება რეალური ინვესტირების შესაძლებლობა“- განუცხადა “ფორტუნას“ ნოდარ ხადურმა.

გარდა ამისა, განხორციელდება კიდევ ერთი ცვლილება. კერძოდ, იმპორტიორი არ გადაიხდის იმ იმპორტირებული მანქანა-დანადგარების დღგ-ს, რომელსაც წარმოებაში იყენებს.

„იმპორტიორი, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს, დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას დღგ-ს აღარ გადაიხდის. საუბარი შეეხება იმას, რომ თუკი საწარმოს შეამოაქვს მანქანა-დანადგარები, ის საზღავრზე აღარ გადაიხდის დღეგ-ს ამ მანქანა დანადგარებზე. არათუ საზღავრზე, საერთოდ არარ გადაიხდის მომავალ გადახდებში ჩაეთვლება“ – გნაცხადა ხადურმა. მისი თქმით, აღნისბული ცვლილებები წარმოების გაფართოებას, ეკონომიკურ ზრდას და ინვესტირების ზრდას ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g