ლედი გაგას ახალი ალბომი Chromatica სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა, მან კი უკვე მოასწრო თაყვანისმცემლების გულის დაპყრობა და „ბილბორდის“ ჩარტების ლიდერიც გახდა.
ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ლედი გაგასა და სამხრეთკორეული ჯგუფის, BLACKPINK-ის ერთობლივმა კომპოზიციამ Sour Candy „ბილბორდის“ ასეულში 33-ე ადგილი დაიკავა, ამით გოგონებმა რეკორდი დაამყარეს. სამხრეთკორეული გოგონათა კოლექტივი პირველი ბენდი გახდა, რომელმაც ამერიკის ჩარტებში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა.