ორშაბათს, 23 ოქტომბერს რაიან რეინოლდსი 41 წლის გახდა. საყვარელ მამაკაცს დაბადების დღე ბლეიკ ლაივლიმ სოციალურ ქსელში ირონიული პოსტით მიულოცა. მსახიობმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც რაიან გოსლინგი და რაიან რეინოლდსი არიან გამოსახულნი. თუმცა, თავად იუბილარი ფოტოზე მხოლოდ სანახევროდ ჩანს.
„გილოცავ პატარა დაბადების დღეს“ – მიაწერა ლამაზმანმა.
A post shared by Blake Lively (@blakelively) on
ბლეიკმა გადაწყვიტა ქმრისთვის სამაგიერო გადაეხადა. რაიანმა მისალოც ტვიტს მიამაგრა ფოტო, სადაც ბლეიკი თითქმის არ ჩანდა.
საყვარელმა ქმარმა, დედპულის როლის შემსრულებელმა ფოტოს მიაწერა: „ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს არაჩვეულებრივ ცოლს“.
Happy Birthday to my amazing wife.
A post shared by Ryan Reynolds (@vancityreynolds) on