LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლექ სი არენაზე“ One Republic-ის კონცერტი აღარ გაიმართება

187
one-republic

„ბლექ სი არენაზე“ ჯგუფის One Republic კონცერტი აღარ გაიმართება. ამის შესახებ შეკვეთილში მდებარე არენას ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ინფორმაცია ახლახან გამოქვეყნდა. მიზეზად უკრაინაში მიმდინარე ომი სახელდება:

„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ 28 მაისს დაგეგმილი One Republic-ის კონცერტი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ვეღარ ჩატარდება. ჩვენი დიდი მცდელობისა და სამკვირიანი აქტიური მუშაობის მიუხედავად, ამ სცენარის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

გვესმის თქვენი გულისწყვეტა, ჩვენთვისაც დიდი იმედგაცრუებაა ორწლიანი ლოდინის შემდეგ თქვენთან შეხვედრის კიდევ ერთხელ გადადება. გვინდა, ბოდიში მოგიხადოთ მათ, ვინც ასე სულმოუთქმელად ელოდით მონატრებული ემოციების კიდევ ერთხელ მიღებას არენაზე.

მადლობა ნდობისთვის, განსაკუთრებული მადლობა კი იმ ადამიანებს, ვინც ორი წლის განმავლობაში ელოდა ამ კონცერტს. ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. შეძენილი ბილეთების დაბრუნება დაიწყება 4 აპრილიდან, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გიპასუხოთ.

იმედი გვაქვს, თქვენთან მალე შეხვედრის და უფრო დიდი თავგადასავლების, რომლებიც აუცილებლად გველოდება წინ. მთავარია იყოს მშვიდობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g