აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ვერ დაამტკიცა თავისი სამხედრო ძალა უკრაინაში შეჭრით, არამედ ახლა იძულებულია იარაღის მისაღებად სხვა ქვეყნებს მიმართოს.
ბლინკენის თქმითვე, რუსეთი ახლა დახმარებას ჩრდილოეთ კორეასა და ირანს სთხოვს.
„პრეზიდენტი პუტინი ფიქრობდა, რომ მისი უკრაინაში შეჭრა რუსეთის სამხედრო ძალას ცხადყოფდა. ამის ნაცვლად, რუსული არმია საჭირო მარაგისთვის ჩრდილოეთ კორეასა და ირანს მიმართავს. უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები კვლავ იზრდება, მათი ხელმძღვანელობის, სამხედროების გამბედაობისა და მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
პენტაგონი: ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემ ნიშნებს იძლევა