რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვება ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებას ემსახურება – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„რუსეთისგან ყველა ქმედება, რომელიც ამ კრიტიკული მნიშვნელობის მარცვლეულის ექსპორტის ხელშეშლას ემსახურება არსებითად არის განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მსოფლიოს გარშემო უნდა გადაიხადონ მეტი საკვებისთვის ან იშიმშილონ“ – აცხადებს ბლინკენი.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმებას წყვეტს.