LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლინკენი: თუ რუსეთი შეწყვეტს ომს, ომი დასრულდება, თუ უკრაინა შეწყვეტს ომს, უკრაინა აღარ იქნება

166
Untitled design

„უგუნური ბირთვული საფრთხეები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც ასევე ისაუბრეს „მოჩვენებით რეფერენდუმსა და ბირთვულ მუქარაზე.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ამ ომის დასასრულებლად ერთადერთი გზა დიპლომატიაა.

„ერთმა კაცმა აირჩია ეს ომი და ერთ კაცს შეუძლია დაასრულოს ის, იმიტომ, რომ თუ რუსეთი შეწყვეტს ომს, ომი დასრულდება, თუ უკრაინა შეწყვეტს ომს, უკრაინა აღარ იქნება.

ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ის თავს იცავს.

მხარს დავუჭერთ, რათა მიაღწიოს ვითარების დიპლომატიურ გადაწყვეტას სამართლიანი პირობებით მოლაპარაკებების მაგიდასთან. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ თქვა, დიპლომატია ამ ომის დასრულების ერთადერთი გზაა.

უთხარით პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს საშინელება, რომელიც მან დაიწყო. უთხარით, შეწყვიტოს საკუთარი ინტერესების დაყენება დანარჩენ მსოფლიოზე, მათ შორის საკუთარი ხალხის ინტერესებზე მაღლა. უთხარი მას, რომ შეწყვიტოს ყველაფრის დაკნინება“, – განაცხადა ბლინკენმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g