LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bloomberg, TIME: „ორბანი ტრამპს შეხვდება“ – შეხვედრა მოსკოვში პუტინთან გამართული ვიზიტიდან რამდენიმე დღეში – დღეს, ნატო-ს სამიტის შემდეგ გაიმართება

117
ვიქტორ ორბანი

„ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდება“ – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg და TIME საკითხის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. შეხვედრა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ვიზიტიდან კვირაზე ნაკლებ დროში ხდება.

მედია წერს, რომ კომენტარი საკითხზე დაუყოვნებლივ არც ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებმა და არც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერებმა არ გააკეთეს.

ვიქტორ ორბანი: კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ, პოზიციები შორს არის ერთმანეთისგან, მრავალი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით, გავაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას

სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 11 ივლისს ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ეწვევა.

წყაროს ცნობით, ფლორიდაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი არაფორმალური შეხვედრის ხასიათს ატარებს.

„პუტინი ორბანს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოსკოვის წინადადებას გააცნობს… ელოდება უნგრეთის გეგმის დეტალებსაც“ – რუსეთის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კრემლში და ჯოზეფ ბორელის განცხადება – „ორბანი ევროკავშირს არავითარი ფორმით არ წარმოადგენს“

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი გასულ კვირას მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები