LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბლუმ” ახალი ალბომი და დაფუძნებიდან 25 წლის აღსანიშნავი ტურნე დააანონსა

119
photo-collage.png (21)

ინგლისურმა ბენდმა – Blue დაფუძნებიდან 25 წლის აღსანიშნავი ტურნე დააანონსა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჯგუფი კონცერტებს მომავალ წლის განმავლობაშიც გამართავს.

ცნობილი გახდა, რომ ტურნე სტარტს 17 ნოემბერს აიღებს და 2026 წლის 19 ნოემბერს დასრულდება.

ამასთან, კოლექტივი სამი წლის შემდეგ, ახალ დისკს გამოუშვებს. კვარტეტის მეშვიდე სტუდიური ალბომი – Reflections დღის სინათლეს მომავალი წლის 9 იანვარს იხილავს.

შეგახსენებთ, რომ Blue 2000 წელს, დანკან ჯეიმსისსაიმონ უებისლი რაიანისა და ანტონი კოსტას შემადგენლობით დაფუძნდა. ოთხეული მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე Brit Awards-ზე ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინანტი და გამარჯვებული გახდა და სხვებთან ერთად, Atomic Kitten და Gorillaz დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები