LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბლუმბერგმა” 50 საუკეთესო ღვინოს შორის “რქაწითელი” დაასახელა

136

“ბლუმბერგმა”  50 საუკეთესო ღვინო დაასახელა, რომელთა შორის ქართული კომპანია “ხოხბის ცრემელების” ღვინო “რქაწითელიც” მოხვდა. გამოცემის  მიერ მომზადებულ ჩამონათვალში ის  ღვინოებია თავმოყრილი, რომელთა ფასი 50 დოლარზე ნაკლებია.

როგორც “ბლუმბერგი” წერს, “ხოხბის ცრემლების“ ღვინო დაყენებულია ქვევრში, სადაც მწიფდება და ძველდება. რამდენიმე თვეში კი ღვინო ქარვისფერად იქცევა, რომელსაც ვაშლის, სხვადასხვა მცენარეებისა და ნიგვზის არაჩვეულებრივი არომატი დაჰკრავს.

გამოცემის მიხედვით, ღვინის ისტორია სხვადასხვაგვარია. ზოგი მწერალი, აღნიშნავს, რომ ნოემ წარღვნის შემდგომ სწორედ “რქაწითელი” დათესა. სხვა წყაროების მიხედვით, “რქაწითელის” თესლი ქრისტეშობამდე 3000 წლით ადრე აღმოაჩინეს.

ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ “რქაწითელს” მათემატიკური სიზუსტით უხდება ხაჭაპური, სულგუნი და ნიორში ამოვლებული ქათამი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g