LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში 7 არასრულწლოვანია მოთავსებული – მაკა სოლოღაშვილი

168
Capture

“ახალი ინფიცირებულებიდან ერთი ჩვენს კლინიკაშია”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი რისკ ჯგუფში არ შედის.

“ერთი პაციენტია ჩვენთან დამატებული, რომელიც ჩვენთან არაა გამოვლენილი. მასთან დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა. ბოჭორიშვილის კლინიკაში სულ ამ ეტაპზე 55 პაციენტიდან 16 არის კორონავირუსზე დადასტურებული. აქედან 7 არის 18 წლამდე ასაკის პაციენტი. კრიტიკულად არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ ფასდება. 4 საყურადღებო პაციენტია. არასრულწლოვნები საყურადღებო პაციენტებში არ არიან”,- აცხადებს სოლოღაშვილი.

მაკა სოლოღაშვილმა ასევ აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული 18 წლამდე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან, რომელსაც პირველადი ტესტირება “კოვიდ 19”- ზე უკვე ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი იყო. განმეორებითი ტესტირების შემდეგ, თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტი კლინიკას დატოვებს.

“ჩვენი გუნდის გამორჩეული კაცის გულმა ვეღარ გაუძლო ამდენი ვირუსის შემოტევას” – პაატა იმნაძე

magti 5g