LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთი გამოჯანმრთელდა

75
05

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 67 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 12 მოზარდია. მისი განმარტებით, პაციენტებს შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.

ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 84 პაციენტი. აქედან 67-ს დადასტურებული აქვს კოვიდ-19-ის დიაგნოზი. 67 პაციენტიდან 12 პირი 18 წლამდე ასაკისაა. არც ერთი არასრულწლოვანი არ არის საყურადღებო და მძიმე. ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება. ჟანგბადდამოკიდებულია და გადის ინტენსიური თერაპიით, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. 11 პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებოა. გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ასაკობრივად მაღალი ჯგუფის რისკ პაციენტებში სამი პაციენტი გვყავს. პარასკევის შემდეგ ჩვენს კლინიკაში შვიდი ახალი პაციენტია. შვიდივე მათგანი ჩვენთან გადმოყვანილია და ყველა ცნობილი კლასტერია“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g