LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკის ახალი პაციენტი მცირეწლოვანი ბავშვია

70
bochorishvilis-klinika (1)

ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროის მონაცემებით 43 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. საავადმყოფომ გუშინ გვიან ღამით ერთი ახალი დადასტურებული დიაგნოზით, მცირეწლოვანი პაციენტი მიიღო. სამედიცინო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ახალი შემთხვევა ბოლნისის კლასტერიდანაა. მისი თქმით, 2 პაციენტი ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, ინფიცირებულებიდან 4-ის მდგომარეობა კი საყურადღებოა. კლინიკას დღეს 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

„კლინიკაში ამჟამად 56 პაციენტი მკურნალობას, აქედან 43-ს კორონავირუსი აქვს. 43-იდან გუშინ გვიან ღამით 2 პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია მოვიდა და დღეს კლინიკას დატოვებენ. გვყავს ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ის ბავშვია. 2 პაციენტი რჩება რეანიმაციაში, თუმცა ერთის პალატაში გადაყვანის საკითხი დღეს განიხილება. დანარჩენები პაციენტებიდან 4 საყურადღებოა. ამ დროისთვის კვლევაში ჩართვას 5 პაციენტი ელოდება“, – აღნიშნა სოლოღაშვილმა.

პოპულალურები