ტელეწამყვანი და მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
„ბოდიში მეგობრებო რომ განერვიულეთ…არ იდარდოთ ტყუილი ამბავია”…გუშინდელი პოსტიც ამ ბავშვს ეხებოდა”, – წერს არჩილ სოლოღაშვილი.
როგორც ტელეწამყვანის მიერ გამოქვეყნებული სქრინიდან ვიგებთ, სოციალურ ქსელში მომხმარებელმა დაწერა, რომ არჩილ სოლოღაშვილი კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს, რაც სიცრუეა.