LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს. ვის ემუქრები? – თინა ხიდაშელი

371
BeFunky-collage

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი,  ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონსტრანტს.
ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ.

PS ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს. ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები ის ხელისუფლება ისევ დასამხობი რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე”,-წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქში.

“ეს, ხედავთ კიდევ როგორ იმუქრება?! ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას!” – ია მეტრეველი 

ვანო მერაბიშვილის პატიმრობა დასრულდა. ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა სასჯელი 6 წელი და ცხრა თვე სრულად მოიხადა და დღეს, 20 თებერვალს მან ე.წ მატროსოვის ციხე დატოვა.

“გაძლევთ გარანტიას ეს ხელისუფლება დასრულდება”- ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად.

https://www.facebook.com/khidasheli.tinatin/posts/10157982292291635

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g