LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაძლევთ გარანტიას ეს ხელისუფლება დასრულდება”- ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

365
BeFunky-collage (5)

ვანო მერაბიშვილის პატიმრობა დასრულებულია. ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა სასჯელი 6 წელი და ცხრა თვე სრულად მოიხადა. ე.წ. მატროსოვის ციხესთან ყოფილ მაღალჩინოსანს მეგობრები და ახლობლები დახვდნენ.

სამომავლო გეგმებზე მერაბიშვილმა პირველი განცხადება გააკეთა.

“ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიმყოფებოდი სამარტოო საკანში. კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი არანაირ კომპრომისზე, მადლობა ყველა გუშემატკივარს. მე შევინარჩუნე ძალა, იმედი და ენერგია, რომ გავარძელო ბრძოლა. ეს რეჟიმი ჩამოცილდება. მე გაძლევთ გარანტიას ეს ხელისუფლება დასრულდება, მახარებს, რომ მთელი ოპოზიცია ერთიანია, ასე ჩვენ დავამარცხეთ დღევანდელ რეჟიმს,”- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია რომელ პარტიას შეუერთდება. მისი თქმით, ციხეში ყოფნის დროს მას არ ჰქონდა საშუალება გაცნობოდა მიმდინარე მოვლენებს სრულყოფილად. ყოფილი პრემიერი წუხს, რომ მისი თანამებრძოლები სხვადასხვა პარტიაში არიან.

“მე ყველა მათგანს შევხვდები. მივიღებ იმ გადაწყვეტილებას რომელიც საჭირო იქნება”, — თქვა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება.

შს ყოფილმა მინისტრმა პოლიციელებსაც მიმართა.

„ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს. აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, საქართველოს სამსახური გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა“- აღნიშნა მერაბიშვილმა.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/828972074192158/

პატიმრობის ვადის ამოწურვამდე გაკეთებული პოლიტიკური შეფასებები, საკმაოდ ფრთხილი იყო. როგორც “ფორტუნას” დღის თემაში “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, თუ ყოფილი პრემიერი აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება, ამით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილს შეიტანს.

“ფორტუნას” შეკითხვაზე, რას იზამს “ქართული ოცნება” და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მერაბიშვილმა უგულავას ბედი გაიზიაროს და ისევ დააბრუნონ ციხეში 2020-ის არჩევნების წინ, ოთატრ კახიძემ გვიპასუხა, რომ აგონიაში მყოფი ხელისუფლებისგან არაფერია გასაკვირი. 

მმართველი გუნდის წევრების თქმით კი, მერაბიშვილის პოლიტიკური აქტივობის შემთხვევაში მისი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან დაბალია.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად.

მიშამ თქვა, დაისვენოსო, კალაძემ თვითონ უნდა გადაწყვიტოსო, მარგველაშვილმა - მართლა გამოდისო? - სად წავა მერაბიშვილი

2020 წლის 20 თებერვალს კი ყოფილი პრემიერი სანუკვარ სიტყვებს - მერაბიშვილი „სვეშჩამი“ - გაიგონებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g