LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს, ხედავთ კიდევ როგორ იმუქრება?! ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას!” – ია მეტრეველი

170
BeFunky-collage (84)

ყოფილი შსს მინისტრის ციხიდან გამოსვლას და მის პირველ განცხადებას ეხმაურება ბუტა რობაქიძის დედა. ია მეტრეველი ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას. მეტრეველი ამბობს, რომ ხალხს კარგად ახსოვს მათი სისხლიანი რეჟიმი.

“ეს, ხედავთ კიდევ როგორ იმუქრება?! ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას. ხალხი არ დაუშვებს თქვენს მობრუნებას თქვე დაუნდობელო ჯალათებო. რაც არ უნდა შეცდომები ჰქონდეს ოცნებას, ხალხი თქვენ უკან არ მოგიშვებთ. კარგად გვახსოვს თქვენი სისხლის მდინარეები, თქვე დაუნდობელო მკვლელებო”, – წერს ია მეტრეველი.

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე. ვანო მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის  ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

“გაძლევთ გარანტიას ეს ხელისუფლება დასრულდება”- ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

ამ დროისათვის კი სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

ვანო მერაბიშვილმა დღეს მატოსოვის ციხე დატოვა. მას მხარდამჭერები და ყოფილი თანაგუნდელები დახვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები