LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოდიშს გიხდით მეგობრებო, მაგრამ მე უბრალოდ ვამაყობ ჩემი თავით“ – როგორ აფასებს ნინი ბრეგვაძე მის მორიგ გამოსვლას ამერიკულ Voice-ში

1729
BeFunky-collage

ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე, რომლის დაუშრეტელმა ენერგიამ, საოცარმა სცენურობამ და განსაკუთრებულმა მუსიკალურმა ნიჭიერებამ მსოფლიო აალაპარაკა, ამერიკულ Voice-ში ბოლო გამოსვლის ვიდეოს აქვეყნებს და საკუთარ შეფასებებსა და ემოციებს გვიზიარებს.

„ბოდიშს გიხდით მეგობრებო, მაგრამ მე უბრალოდ ვამაყობ ჩემი თავით“ – წერს ნინი და ვიდეო კადრებში ჩანს ემოციები მისი შესრულების მოსმენისას.

„შევხვდებით ლაივებზე! მადლობა ნაილს, რომ ასე სჯერა ჩემი“ – რას წერს ნინი ბრეგვაძე ამერიკულ Voice-ში ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ 

ცნობისთვის, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა პროექტ Voice-ის ყველა დაბრკოლება წარმატებით გაიარა, 12 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა და მსოფლიოც აალაპარაკა.

„მას შეუძლია მოიგოს მთელი ეს პროექტი.. მისმენ ამერიკა?!“ – ნინი ბრეგვაძის მწვრთნელის ემოციური შეფასება

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ქართველ არტისტს, რომელიც Playoff-ების ეტაპზე Top 3-ში მოხვდა მორიგ ვრცელ სტატიას „NBC News“ უძღვნის და წერს, რომ ნინის ხმას თანდაყოლილი ძალა აქვს, რომლის დამალვაც შეუძლებელია.

სტატიის ავტორი, პროექტში ნინის განვლილ გზაზე გვიყვება და ამასთან, ნინის მწვრთნელისა და ჟიურის სხვა დანარჩენი წევრების ემოციებს გვიზიარებს.

„როდესაც ამერიკაში ჩამოვიდა უსახლკარო იყო და მეტროში ცხოვრობდა“ – NBC-ის ვრცელი სტატია ნინი ბრეგვაძის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები