ამერიკულ The Voice-ში, ნიუ-იორკში მოღვაწე, ქართველი მომღერლის, ნინი აირის ბრეგვაძის გამოსვლა „ღამის საუკეთესოდ“ აღიარეს – სტატიას ამერიკული საინფორმაციო გამოცემა NBC ავრცელებს.
ბრმა ქასტინგზე ჟიურიმ მომღერალს „პოტენციურად გამარჯვებული“ უწოდა.
„მინდა ვაჩვენო მსოფლიოს, რომ ვიმსახურებ აქ ყოფნას.. უბრალოდ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სახლი ძალიან მენატრება.. მინდა, დედაჩემმა თქვას, რომ მე აქ რეალური მიზეზით წამოვედი “, – განაცხადა ქართველმა 24 სეზონის ბრმა ქასთინგის დროს.
როგორც NBC წერს, ნინი ბრეგვაძე 2016 წელს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, მისი მთავარი მიზანი, მუსიკალური კარიერის გაგრძელება იყო.
ნიუ-იორკში ის მღერის რეტორნებში, ბარებსა და ქორწილებში, ხოლო როდესაც ამერიკაში ჩამოვიდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში უსახლკარო იყო და მეტროში ცხოვრობდა.
„მე უნდა დამეწყო ჩემი ცხოვრების გაერთიანება. უნდა მეპოვა ადგილი, სამსახური და დამეწყო ჩემი მიზნისკენ სვლა, რისთვისაც აქ მოვედი,“ – ამბობს ნინი.
ჟიურის ვარსკვლავურმა წევრებმა ჯონ ლეჯენდმა, გვენ სტეფანმა, ნაილ ჰორანმა და რება მაკენტაირმა, ნინის გამოსვლისთანავე სკამები თითქმის ერთდროულად მოატრიალეს.
„ეს იყო დღის საუკეთესო ვოკალი, უდავო ჩრდილის გარეშე, ვფიქრობ ის პოტენციური გამარჯვებულია“, – თქვა ნაილ ჰორანმა,
„აღფრთოვანებული ვარ, რომ ვუყურე შენს შესრულებას.. შენი სიმღერა აბსოლუტურად შთამბეჭდავია, მე მიყვარს შენი სცენაზე ყოფნა,“ – დასძინა მაკენტაირმა.
„თქვენს ფიზიკურ პრეზენტაციასთან ერთად ეს ყველაფერი ნათელი გახდა, თუმცა პირველი რაც გავიგეთ, რა თქმა უნდა, თქვენი ხმა იყო, მართლაც დახვეწილი და მაგარი,“ – აღნიშნა ჯონ ლეჯენდმა.
„ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ის ფაქტი, რომ თქვენ შეგიძლიათ ასე მარტივად გადაატრიალოთ სხვადასხვა სტილს შორის თქვენი ხმა, ძალიან ამაღელვებელია ამ შოუსთვის. ნდობა, რომელიც თქვენ გაქვთ, უბრალოდ ზებუნებრივია,“– დაამატა გვინ სტეფანმა.
იმის გასარკვევად, თუ ვის აირჩევს ნინი აირისი მწვრთნელად, NBC- ზე ორშაბათს ღამით გახდება ცნობილი, სოციალურ ქსელში კი ვიდეო მეორე დღეს გამოქვეყნდება.
საოცარი პერფორმანსი: ნინი ბრეგვაძემ ამერიკის The Voice-ში ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა
„მიყვარხარ, ვამაყობ შენით..“ – აშშ-ში მომღერალ ნინი ბრეგვაძის წარმატებას სოფო ნიჟარაძე ეხმაურება