LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პირდაღებულ ჟიურიზე ვგიჟდები ქართველები რომ აგიჟებთ ხოლმე“ – გულშემატკივრების შეფასებები და The Voice-ის მონაწილე ნინი ბრეგვაძის ემოციები საკუთარი გამოსვლის ნახვისას

20851
Untitled design

ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე, რომელიც ამერიკულ მუსიკალურ შოუ The Voice-ში იღებს მონაწილეობას, Tik Tok-ზე გვიზიარებს ვიდეოს და ემოციებს, რომელიც მის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული სიმღერის მოსმენის დროს დაეუფლა.

საოცარი პერფორმანსი: ნინი ბრეგვაძემ ამერიკის The Voice-ში ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა

ნინი ბრეგვაძემ ჟიურის ოთხივე წევრის: გვენ სტეფანის, ჯონ ლეჯენდის, ნაილ ჰორანის და რება მაკენტაიარის შემოტრიალება შეძლო.

Tik Tok-ზე განთავსებულ ვიდეოს ათასობით ნახვა და გულთბილი კომენტარები ახლავს.

„პირდაღებულ ჟიურიზე ვგიჟდები ქართველები რომ აგიჟებთ ხოლმე, წარმატებები სუპერ გოგო ხარ“, „ძაან მაგარი იყავი!??“, „იმ დღიდან მომწონხარ როცა გამოჩნდი.. იშვიათად რომ ვინმეს„ფანი“ ვიყო, წარმატებები .. ნამდვილად განსაკუთრებული ხარ ნინი❤️“, „ძაალიან, ძალიან მაგარი გოგო ხაარ ??? უდიდეს წარმატებას გისურვებ“ – წერენ სოციალურ ქსელში.

„მიყვარხარ, ვამაყობ შენით..“ – აშშ-ში მომღერალ ნინი ბრეგვაძის წარმატებას სოფო ნიჟარაძე ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები