ამერიკელი მომღერალის, ლანა დელ რეის ევროპული ტურნე 21 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, თუმცა არტისტმა ის დაწყებამდე, სულ ცოტა ხნით ადრე გააუქმა.
ტურნეს გაუქმების მიზეზი, მომღერლის ხმის დაკარგვა გახდა, ამის შესახებ დელ რეიმ „ბიბისის“ აცნობა და განაცხადა:
„ბოდიშს ვუხდი ყველას, კონცერტის გაუქმების გამო, მაგრამ ავადმყოფობა მოულოდნელი იყო, მე ხმა მთლიანად დავკარგე“
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით გადაიდო ტურნე, თუმცა ექიმებმა მომღერალს 4 კვირიანი შემოქმედების პაუზის აღება ურჩიეს.