“ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ვლადიმერ ბოჟაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ის საქართველოშია, ყალბ ამბავს უწოდებს. მისი თქმით, სააკაშვილი ისეთი უნიჭო მსახიობია, რომ ბოლივუდშიც არ არის მისი ადგილი.
„ბათუმში წუხელ მთელი ღამე წვიმდა (ისევე როგორც მთელ საქართველოში) და ზღვაზე იყო შტორმი (დამეთანხმებიან ბათუმელები).
ჰოდა, ამ ჰალსტუხიჭამია ყვარყვარემ სად გადაიღო ეს ვიდეო? ბოლივუდშიც არ მიგიღებენ, ისეთი უნიჭო მსახიობი და ოპერატორი ხარ”, – წერს ბოჟაძე ფეისბუქზე.
ამავე თემაზე:
თუ „მწვანე“ გზებითა და ტყე-ტყე იარა, არ ვიცი, კომიკურად გამოიყურება: სარჯველაძე სააკაშვილზე
სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება
თაკო ჩარკვიანი: 99 პროცენტი მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი საქართველოშია
მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს: შსს
დუმბაძე: ხვალ, 20:05 საათზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ