LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩარკვიანი: 99 პროცენტი მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი საქართველოშია

118
7878

ხელისუფლება როცა ხარ და სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუციებს გაანადაგურებ, კორუფციაში ამოაყოფინებ თავს, შემდეგ ასე ხდება, ვერ იგებ, საზღვარს ვინ კვეთს, ვინ გადმოდის, როგორ, რანაირად ხდება. ასეთი თავსამტვრევი გაუხდათ ჩვენს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

„ორგანიზაცია, რომელიც დავაფუძნეთ და იცით, 107 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა გუშინ, იმ ორგანიზაციას ჰქვია „საერთო სახალხო მოძრაობა“ სააკაშვილის მშვიდობიანად დასაბრუნებლად, ასე დაერქვა. ნუ, დაბრუნდა მშვიდობიანად.

საერთოდ, ხელისუფლება როცა ხარ და სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუციებს გაანადგურებ, კორუფციაში ამოაყოფინებ თავს, შემდეგ ასე ხდება, ვერ იგებ საზღვარს ვინ კვეთს, ვინ გადმოდის, როგორ, რანაირად ხდება. ასეთი თავსამტვრევი გაუხდათ ჩვენს ხელისუფლებას.

გუშინ მივმართე გომელაურს ღარიბაშვილს, რადგან ღარიბაშვილის მხრიდან საშინელი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მოვისმინეთ. გამოვიდა პრემიერი და თქვა, 100 000 კაცი გამოვა და გამოვა რა, პოლიცია სად არის, როგორ? ვიღაცას თავის აზრი აქვს, ვიღაცას სხვა და უნდა მივეჩვიოთ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები მშვიდობით დადგნენ ხოლმე აქციებზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ინფორმაცია გაქვთ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ 99 პროცენტი აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი საქართველოშია.

დაბრუნდა თუ არა სააკაშვილი საქართველოში – ინფორმაციას მისი პარტიის ნაწილი ადასტურებს

„მე ასე არ შემიძლია საუბარი, 99 პროცენტი მაქვს ინფორმაცია, საქართველოშია“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მორიგი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს: შსს

მთავარი არ არის როგორ და როდის, მთავარია ის რომ სააკაშვილი საქართველოშია: ზაალ უდუმაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები