LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუმბაძე: ხვალ, 20:05 საათზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ

1580
murmani da miSa

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია.

„ჩვენ ხვალ, რვა საათსა და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ“, – აცხადებს მურმან დუმბაძე.

„მას ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე. მას ელოდება მთელი საქართველო და ჩვენ ხვალ, რვა საათზე და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ.

ვფიქრობ, რომ ოპერატიულად უნდა ვიმოქმედოთ და არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა გამოჩნდეს. ის არის საქართველოში.

ის ამ წუთში, ამ წამებში არის ბათუმში და მან გააკეთა სერიოზული განცხადება, საკუთარი სიტყვა შეასრულა და ახლა სიტყვა ჩვენზეა.

ჩვენ უნდა შევასრულოთ სიტყვა, რაც გვწამს, რაც გვჯერა, იმის, რისიც მჯეროდა ცხრა წლის წინ, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია საარჩევნო ყუთთან“, – განაცხადა დუმბაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

დაბრუნდა თუ არა სააკაშვილი საქართველოში – ინფორმაციას მისი პარტიის ნაწილი ადასტურებს

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს: შსს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები